ირანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა თეირანთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები.
გასული 2 კვირის განმავლობაში ეს ირანში მომხდარი მეორე აფეთქებაა. მანამდე აფეთქება ნეთენზის ბირთვულ კომპლექსში მოხდა.