18 აპრილი 2024,   23:45
ვრცლად
ძალადობა 9 წლის გოგონაზე - მოძალადე დედა დაკავებულია, მშობლის მიერ დაკბენილი ბავშვი ამ დროისთვის სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ იმყოფება

9 წლის გოგონას სხეულზე არსებული დაზიანებები, სავარაუდოდ, დედამ მიაყენა. სწორედ არასწრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი. მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ნაკბენიც, არასრულწლოვანს ძირითადად ზედა კიდურებზე აქვს. დაკავებული ქალის მეზობლები "კურიერს" უყვებიან, რომ ეს მისი მხრიდან ქალიშვილზე ძალადობის პირველი შემთხვევა არაა.

თვალისათვის ხილული მრავლობითი დაზიანების გარდა მძიმეა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვი სახელმწიფოს ზრუნვაში იქნება, მისი ორი დედმამიშვილი კი ბიოლოგიურ მამასთან დარჩება.

პირველი შემთხვევა თუ პერმანენტული ძალადობა - კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპერტიზების სერია უახლოეს მომავალში ჩატარდება.

დედის მიერ 9 წლის გოგონას ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება გუშინ დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები