24 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
რატომ არ იღებს ქვეყანა ტურისტებს ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვარი გახსნეს - რომან კაკულიას განმარტება

რატომ არ იღებს ქვეყანა ტურისტებს ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვარი გახსნეს - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას  "ღამის კურიერში" განმარტებას აკეთებს.

"ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს ახლა საზღვრები - ზოგმა გახსნა, ზოგმა არ გახსნა. ჩვენი პოზიცია არ არის ასეთი, რომ ახლა მოდი ჩვენ დავხუჭოთ თვალები ყველაფერზე. ტურისტი, ვინც შემოდიოდა ძირითადად, ესენი იყვნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ არც ველოდებით.

ევროპული ნაწილი ისედაც არ იყო ძალიან დიდი და პლუს ახლა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ არის პროგნოზი, ადამიანები აღარ დახარჯავენ ბევრ ფულს საერთაშორისო მოგზაურობაში, კიდევ უფრო შემცირდება ეს. ეს დააზარალებს შიდა ტურიზმსაც, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ, ეს არის ჩვენი ლოგიკა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს," - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები