19 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მუშაობის ახალი პროტოკოლი დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისთვის COVID-19-თან დაკავშირებული  ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.

რეკომენდაციების თანახმად ერთიან შესასვლელთან უნდა მოხდეს თერმოსკრინინგის განხორციელება, ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით. შენობის ყველა შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით.

პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებული უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში აუცილებელია არანაკლებ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. ხოლო სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა;

დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი ტიხრებით/ბარიერებით;

რეკომენდაციები ჯგუფური ვარჯიშებისა და სტუდიოებისთვის არის რეკომენდაცია, რომ  მომხმარებლები წინასწარი ჩაწერით მიიღონ.  ამასთან ჯგუფურ ვარჯიშზე (იოგა, პილატესი და ა.შ) შესაძლებლობის გათვალისწინებით შეზღუდონ ინსტრუქტორებსა და მომხმარებლებს შორის ფიზიკური კონტაქტი;

ჯგუფური ვარჯიშების დარბაზებში, დაშვებულია ვიზიტორების დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მეტრი), მაგრამ ერთ ვარჯიშზე არაუმეტეს 10 ადამიანისა. სავარჯიშო დარბაზებში უნდა მოხდეს უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით.

პერსონალური ვარჯიშებისთვის რეკომენდაციაა, რომ ინსტრუქტორებმა მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან.

ტრენაჟორების დარბაზში კი შემდეგი წესების დაცვის რეკომენდაციაა

სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6მ2 ფართობზე1 (ერთი) ვიზიტორი;  ყველა პირმა, გარდა მოვარჯიშეებისა, რომელიც ჩართული არ არის ვარჯიშის პროცესში, უნდა გამოიყენოს ნიღაბი;

ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები უნდა იყოს განთავსებული იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (2მ). იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა, ტრენაჟორები ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი დამცავი ტიხრებით/ბარიერებით.

რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე.

დღის ამბები