20 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო "ლელო საქართველოსთვის" სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო "ლელო საქართველოსთვის" სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არაკონსტიტუციურობას ეხება.

პარტიის წევრების განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოცხადდა და ხელისუფლებამ მოქალაქეები უკონტროლო და შეუზღუდავი ძალაუფლების პირისპირ დატოვა.

"როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა, მთავრობამ და პარლამენტმა კონსტიტუციას გვერდი აუარა და ისე გადაწყვიტა ამ ვითარების მართვა, რამაც დააზიანა ჩვენი ასობით მოქალაქის ინტერესი, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. ჩვენ მაშინ გამოვიჩინეთ წინდახედულობა, იმიტომ, რომ მივხვდით ეს იყო ძალიან საშიში პრეცედენტი და ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ეს იყო საშიში პრეცედენტი და სამწუხაროდ ჩვენ უკვე ვხედავთ მათ გაუტკბათ კონტროლის, გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების ფორმალური მექანიზმების გარეშეც კი ქვეყნის მართვა," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები