25 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდა

კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის, მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Nubeo წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) მე-6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა.

კრიმინალისგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს.

რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა.

2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა.

დღის ამბები