24 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა

თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ დაღუპული 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია. მათი მტკიცებით, ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ისეთი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც ის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ვერ მიიღებდა, მათ შორის დაზიანებები ყელის არეში, რაც ოჯახს აფიქრებინებს, რომ გულუა მოკლულია.

გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, რომ გამოძიების ვერსია, თითქოს მამაკაცი, რომელიც შეყვარებულთან მიდიოდა, მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა, მათთვის სანდო არ არის და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ოჯახის ვერსიას ის გარემოებაც ამყარებს, რომ შემთხვევამდე მეგობარი გოგონას გამო ვახტანგ გულუას ემუქრებოდნენ და რასაც წინ საქმის გარჩევაც უძღოდა.

ოჯახის მტკიცებით, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ვახტანგ გულუას გარდაცვალების შემდეგ, მის მეგობარ ქალთან კონტაქტზე ვერ გადიან, რადგან აღნიშნულმა პირმა ბინაც გამოიცვალა და სოციალური ქსელიც გააუქმა.

ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს და ყველა იმ პირის დაკითხვას მოითხოვს, ვისაც, შესაძლოა, საქმესთან კავშირი ჰქონდეს.

ოჯახის ინფორმაცით, შემთხვევიდან ერთ საათში ადგილზე სახანძრო მანქანამ ტერიტორია მორეცხა. ასევე, ახლობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ოჯახს მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინეს.

დღის ამბები