23 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
საზღვრის გახსნის მოთხოვნით თურქეთში თვითდასაქმებულები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ

თურქეთში თვითდასაქმებულები, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციას მართავენ. ისინი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნა, ერთჯერადი დახმარება მათ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს, ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ პანდემიის შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მოქალაქეები უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

დღის ამბები