24 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
შრომის ინსპექციამ საცურაო აუზებისა და ფიტნეს-კლუბების შემოწმება სპორტკომპლექს "არენადან" დაიწყო

შრომის ინსპექციამ საცურაო აუზებისა და ფიტნეს-კლუბების შემოწმება დაიწყო. დღეიდან ინსპექტირება ჩაუტარდება ყველა დაწესებულებას, ვისაც იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობის განახლების სურვილი აქვს. იმ შემთხვევაში თუ სავალდებულო რეკომენდაციები შესრულებული და უსაფრთხოების წესები დაცული იქნება, გაიცემა მუშაობის დაწყების ნებართვა.

სპორტკომპლექსი "არენა" ერთ-ერთი პირველია, სადაც ინსპექტირება მიმდინარეობს. შრომის ინსპექციის 2 კაციანი ჯგუფი ამოწმებს თუ რამდენად აკმაყოფილებს პანდემიის გამო შემუშავებულ რეკომენდაციებს კომპლექსი.

კომპლექსში განთავსებულია როგორც საცურაო აუზი, ისე ფიტნეს დარბაზი. აუზის შემთხვევაში ინსპექტორები განსაკუთრებულ ყურადღებას წყლის ხარისხს აქცევენ, ასევე, აუცილებელია, დაცული იყოს სოციალური დისტანცია შეზლონგებს შორის.

რაც შეეხება ფიტნეს დარბაზებს, ამ შემთხვევაში კომპლექსმა სოციალური დისტანციის დაცვის გამო რამდენიმე ტრენაჟორი გააუქმა. აქ ინსპექტორები განსაკუთრებულ ყურადღებას გაგრილების სისტემას და საშხაპეებს აქცევენ.

"დავათვალიერეთ ფიტნესის დარბაზი, აუზი, გარეთა პერიმეტრი, სადაც შეზლონგებია და ვნახეთ, რომ 2 მეტრიანი დისტანცია, რომელიც მოთხოვნილია რეკომენდაციებით ფიტნესის დარბაზში ტრენაჟორებს შორის არის დაცული. თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, უნდა მოხდეს მათი გაყოფა ბარიერის მეშვეობით, მაგრამ თუ ბარიერსაც ვერ აკეთებენ, მაშინ უნდა მოხდეს გარკვეული რაოდენობის ტრენაჟორების დალუქვა. შევამოწმეთ წყლის ხარისხი ქლორის მიმართულებით და ვნახეთ, რომ შეესაბამება რეკომენდებულს 0,3%-ია დაქლორვა, ასევე მათ უნდა ჩაატარონ წყლის პერიოდული კვლევა მიკრობიოლოგიაზე," - აცხადებს ინსპექტორი ქეთევან დარცმულია.

დღის ამბები