20 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
ზუგდიდის ბანკის ფილიალიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე მძევალმა თავის დაღწევა უკვე მოახერხა

ზუგდიდის ცენტრში,"საქართველოს ბანკის" ფილიალში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, "კურიერის" ინფორმაციით, 2 შეიარაღებული პირია შეჭრილი. მათ რამდენჯერმე გაისროლეს.

როგორც ცნობილია, დამნაშავეებმა მძევლებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვეს, ამის შემდეგ კი, ხანდაზმულებს მისცეს საშუალება, შენობა დაეტოვებინათ.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახერხა, განგაშის ღილაკისთვის დაეჭირა თითი, რის შემდეგაც მოხდა ადგილზე პოლიციის მობილიზება.

შენობაში მძევლად არიან როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე  - კლიენტები. მათმა ნაწილმა მოახერხა შენობის სახურავიდან, სახანძრო კიბით დატოვება.

დღის ამბები