19 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
„საია“ რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების ხელისშეშლის ფაქტზე საუბრობს

რუსთავი 2-ის მიერ დაგეგმილი კონცერტების ჩაშლის ფაქტზე გამოხატვის თავისუფლების ხელისშეშლის ფაქტზე საუბრობს „საია“.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, საეჭვო გარემოებებში სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუშალოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას," - აცხადებს "საიას" თავმჯდომარე. 

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, თუ დადასტურდება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მანამდე ქონდა დაგეგმილი ღონისძიებები, მაშინ უნდა მომხდარიყო ალტერნატიული დროისა და სივრცის შეთავაზება. ხოლო კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედების დადასტურების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავი 2-ს კომპანიას სამართლებრივი კუთხით დახმარებას პირდება. "საია" ამ საკითხს ორგანიზაციის მონიტორინგში შეტანას აპირებს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები