25 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
"რუსთავი 2" ფოთში - კონცერტისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა

რუსთავი 2 ფოთში - კონცერტისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში მიმდინარეობს ბოლო მოსამზადებელ სამუშაოები.  ერთ საათში კი უკვე დაიწყება საბავშვო აქტივობები.  კონცერტი საღამოს 8 საათზეა დაგეგმილი.

ერთ საათში გასართობი, სპორტული და სახალისო ღონისძიებები დაიწყება და მასში ჩართვა ნებისმიერ ასაკის წარმომადგენელს შეეძლება.

დღის მთავარი ღონისძიება იქნება გალა კონცერტი, რომელშიც რუსთავი 2-ის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. იმღერებენ იქს ფაქტორის, ჯეოსტარის და სხვადასხვა პროექტების მონაწილეები.

გალა კონცერტზე დაუკრავს ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა.

 
დღის ამბები