18 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
"ჩვენ გავიმარჯვეთ" - "რუსთავი 2"-ის კონცერტს ფოთში ათასობით ადამიანი ესწრება

რამდენიმედღიანი დაგვიანებით, მაგრამ "რუსთავი 2"–ის კონცერტი ფოთში მაინც მიმდინარეობს.

უკვე ერთ საათზე მეტია ქალაქის ცენტრალურ პარკში ათასობით ადამიანია შეკრებილი.

მათ შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ "რუსთავი 2”-ის ყველაზე რეიტინგული შოუების წამყვანებს, ტელეარხის ცნობილ სახეებს და მუსიკოსებს.

გორისგან განსხვავებით ფოთში გიორგი გაბუნიამაც იმღერა. პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა HOT COMPOT-თან ერთად ერთი სიმღერა შეასრულა. 

“ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ მართლები ვიყავით ათასობით ადამიანია შეკრებილი. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისიამოვნებენ ამ კონცერტით,"- განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

ფოთში კონცერტს ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" დახურავს. ხვალ კი "რუსთავი 2" კონცერტს ბათუმში, ანბანის კოშკთან გამართავს. 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები