19 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
"რუსთავი2 შენთვის" - თელავში კონცერტამდე რამდენიმე საათია დარჩენილი

რუსთავი2-ის მორიგი მასშტაბური კონცერტი თელავში.  ეს უკვე რიგით მეექვსე ქალაქია, სადაც ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია ჩადის.

პროექტ რუსთავი2 შენთვის ფარგლებში დღეს სტარტს კახეთში 16:00 საათზე აიღებს.

თელავში თავდაპირველად გასართობი ღონისძეიბები ბავშვებისთვის დაიწყება. მისი დასრულების შემდეგ კი, ზუსტად 20:00 საათზე გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. 

კონცერტში მონაწილეობას ნიჭიერის, საქართველოს ვარსკვლავის, Xფაქტორის გამარჯვებულები, ასევე კომედი შოუს მსახიობები და ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა მიიღებენ. 

ამ დროისთვის თელავში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე უკვე იკრიბებიან ადგილობრივები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები