24 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
"რუსთავი 2 შენთვის" - ქალაქ რუსთავში ათასობით ადამიანია შეკრებილი

რუსთავი 2 თქვენთვის – რეგიონული ტურნე გრძელდება. ამ წუთებში ტელეკომპანიის ცნობილი ჟურნალისტები ქალაქ რუსთავში არიან შეკრებილი – ქალაქში, საიდანაც დაიწყო ტელეკომპანიის ისტორია.

რუსთავში შეკრებილია ათასობით მხარდამჭერი და გულშემატკივარი.

დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა და აღენიშნა, რომ რუსთავი 2 არის არხი, რომელიც იმსახურებს მომავალს ქართულ ტელესივრცეში.

ქალაქ რუსთავიში, რუსთავი 2-ის სხვადასხვა პროექტების მონაწილეები ჩავიდნენ. კომედი ჯგუფის მსახიობები და ასევე ჯგუფი გამოუვალი მდგომარება.

„ყველგან რომ ასე გვხვდებიან ძალიან გვიხარია და მეამაყება,“ - განაცხადა ვანიკო თარხნიშვილმა.

„რუსთავს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის, რადგან რუსთავია ის ქალაქი, საიდანაც დაიწყო რუსთავი 2. შესაბამისად, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გავქვს ამ ქალაქის მიმართ. რაც შეეხება მათ მხარდაჭერას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ჭირდება საქართველოს მოსახლეობას და ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პროექტი რუსთავი 2 შენთვის დაიგეგმა იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები უფრო ახლოს შეხვედროდნენ საკუთარ მაყურებელს. 

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები