20 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
"რუსთავი 2 შენთვის" - გრანდიოზულ კონცერტამდე საათზე ნაკლები რჩება

რუსთავი 2 თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება. ერთ საათში დედაქალაქის ცენტრში ტელეკომპანია ერთგულ მაყურებელს მასშტაბურ კონცერტს შესთავაზებს. ამით რუსთავი 2 ქვეყნის მასშტაბით სამთვიან ტურნეს ასრულებს.

ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

რუსთავი 2-ის კონცერტებმა საქართველოს მასშტაბით შვიდი ქალაქი მოიცვა, კულმინაცია კი თბილისია. კომპანია მერვე კონცერტით დაასრულებს რეგიონალურ გასვლებს.

პროექტში მონაწილებას იღებენ რუსთავი 2-ის ცნობილი მუსიკალური პროექტების ყველა დროის ვარსკვლავები.

დღევანდელ პროგრამას დაემატა კახაბერი და ხანუმები და მაია დარსმელიძე.

ორგანიზატორების თქმით მაყურებელს და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს 5 საათიანი კონცერტის განმავლობაში ბევრი სიურპრიზი ელოდება.  

 

დღის ამბები