18 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ეზოში კონცერტი დასრულდა

რუსთავი 2 შენთვის-სამაუწყებლო კომპანიის მიერ რეგიონებსა და თბილისში გამართული ტურნეს შემდეგ ბოლო კონცერტი რუსთავი 2-ის მხარდაჭერებისთვის კიდევ ერთხელ, ახლა უკვე სამაუწყებლო კომპანიის ეზოში გაიმართა. 

კონცერტი დაგეგმილ დროს ზუსტად 16:00 საათზე დაიწყო და 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონცერტს რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. 

ორსაათიანი კონცერტის დროს შესრულდა როგორც ცნობილი ქართული ასევე უცხოური სიმღერები. 

სცენაზე ერთმანეთს საქართველოს ვარსკვლავის, ნიჭიერის და Xფაქტორის ყოფილი მონაწილეები ენაცვლებოდნენ.  კონცერტი ტრადიციულად ჯგუფმა გამოუვალმა მდგომარეობამ დაასრულა. 

 

დღის ამბები