25 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
"პუტინის აგრესია არ მოხდებოდა საქართევლო და უკრაინა ნატო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ,"- ელიოტ ენგელი

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში განხილვის მთავარი თემა რუსეთთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო. მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა და მას რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლიც ესწრებოდა. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთი ვერ შეიჭრებოდა, ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო.

“რომ დავუბრუნდეთ 2008 წელს, ვფიქრობ დაშვებული იყო სტრატეგიული შეცდომა, რომ ნატო-მ არ მიიღო უკრაინა და სხვათა შორის საქართველო. ვიცი ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ცდილობდა როგორმე ეს გაეკეთებინა, მაგრამ გერმანელებმა და ფრანგებმა დაბლოკეს. ჩემი აზრით პუტინის აგრესია ამ ორ ქვეყანაში არ მოხდებოდა, რომ ისინი ნატო-ს წევრები ყოფილიყვნენ. ჩვენმა არასაკმარისმა ძალისხმევამ მიგვეღო საქართველო და უკრაინა ნატო-ში, ფაქტიურად შეუძლებელი გახადა მათი შემოსვლა ალიანსში მომავალში, ვფიქრობ ეს დრო დავკარგეთ,“ - განაცხადა აშშ-ს კონგრესმენმა ნიუ-იორკის შტატიდან ელიოტ ენგელიმ.

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის თქმით, ყოველთვის როდესაც რუსეთის ლიდერი გადაწყვეტდა ძალის გამოყენებას აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული მოძრაობის ჩასახშობად, ამერიკას არ ჰქონია ამის შემაკავებელი კარგი არჩევანი.  

 

დღის ამბები