11 დეკემბერი 2018,   23:18
ვრცლად
წლის ერთ-ერთი უჩვეულო ექსპოზიცია ნიუ-იორკში - პროექტი "იგი პოპის ლაიფ კლასი" რამდენიმე თვის წინ დაიწყო

ნიუ-იორკში წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უჩვეულო ექსპოზიცია გაიხსნა, პროექტი იგი პოპის ლაიფ კლასი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

მუსიკოსმა ამჯერად 20 რჩეული მხატვრისთვის შიშველმა იპოზიორა. არტისტებს შორის იყო ქართველი არტისტი, ლევან სონღულაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ სოთბის სააუქციონო სახლში მისი კიდევ ერთი ნახატი, მონაზონი გაიყიდა.

პროექტის შედეგად შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა. მათ შორის ლევან სონღულაშვილის 4-ვე ნახატი, რომელიც ახლა შილეს, ბეკმანის, ჰანთინგთონისა და სხვათა შემოქმედებასთან ერთად არის წარმოდგენილი.

ავტორი: მაია ლომიძე. 

დღის ამბები