თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი ბლოკირებულია. აუდიტორია 115-ის წევრების ნაწილი შენობის შიგნით იმყოფება და კარი აქვთ ჩაკეტილი, ნაწილი კი 6-ე კორპუსის წინ არის შეკრებილი და ჟურნალისტებს მათ მთხოვნებს აცნობს.
აუდიტორია 115-ის მოთხოვნები ვრცელია. მათ შორისაა თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმება და სტუდენტური საცხოვრებლის რეაბილიტაცია.
აქციის მონაწილეები ხვალ დაგეგმილ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას აპროტესტებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებმა განცხადება გაავრცელეს.