19 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
"ნატო" ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს და უკანონოს უწოდებს. ოფიციალური განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პრესმდივანმა გაავრცელა.

ოანა ლუნგესკუს შეფასებით, ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუს შესაცვლელად ზიანს აყენებს საქართველოში ვითარების გრძელვადიანი დარეგულირების მცდელობებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა ევროკავშირის მხრიდანაც.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, და ეს განცხადება იყო მკაფიო. ევროკავშირი არ ცნობს ფორმას, რომლითაც ჩატარდა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის სახელის შესაცვლელად. ხელახლა დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ. როგორც იცით ევროკავშირი იმეორებს, რომ მისი მხარდაჭერა მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები