20 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული.

ვიდეომასალა რუსთავი2-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მათი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. უწყების ცნობით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, მძღოლს პრეტენზია არ გააჩნია და, შესაბამისად, მომხდარზე გამოძიება არ დაიწყება. 

 

დღის ამბები