11 დეკემბერი 2017,   08:11
ვრცლად
უმრავლესობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადასახადების შესაცვლელად რეფერენდუმის ჩატარება არ არის საჭირო

თბილისში დღეს გამართულ კონფერენციაზე კონსტიტუციის 94-ე მუხლზე მსჯელობდნენ. საკონსტიტუციო კომისიაში თავისუფლების აქტით გათვალისწინებული გადასახადების შეცვლის შეზღუდვის მექანიზმზე ერთიანი პოზიცია არ არის. უმრავლესობის ინიციატივით, გადასახადების შესაცვლელად რეფერენდუმი აღარ უნდა იყოს საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკის გუნდთან განიხილეს.

„ნებისმიერ რეგულაციას აქვს, ბუნებრივია, თავისი ძლიერი მხარეები, თავისი ნაკლოვანებები და ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის საფუძველზე გაგრძელდება დისკუსია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ეს მუხლი ზღუდავს სახელმწიფოს და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობებს.

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე კი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან გადასახადები მუდმივად იზრდება.

„მთავრობა იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ სადაც კი მას გაუჭირდება, გაზარდოს გადასახადები. რაც არ შეიძლება იყოს ასე ხელაღებით მისაღები გადაწყვეტილება,“ - განაცხადა პაატა შეშელიძემ. 

დღის ამბები