11 დეკემბერი 2017,   08:07
ვრცლად
"საელჩოს ახალი შენობა 2008 წლის 26 აგვისტოს დაწყებული პროცესის გაგრძელებაა"- სერგეი ლავროვი

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება.

სერგეი ლავროვი და რაულ ხაჯიმბა ორმხრივ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული აფხაზეთის პოზიციების გაძლიერებასა და რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედებებზე ისაუბრებენ.

სერგეი ლავროვი აფხაზეთში გუშინ ჩავიდა, სადაც რუსეთი საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

"საელჩოს ახალი შენობა 2008 წლის 26 აგვისტოს დაწყებული პროცესის გაგრძელებაა, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დარწმუნებული ვარ რომ ეს შენობა ჩვენი დიპლომატებისთვის, მათი აფხაზი მეგობრებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მეორე სახლი იქნება. ეს პროექტი ასახავს რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებას მოძმე, მოკავშირე აფხაზი ხალხის მიმართ და ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა,"-განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

დღის ამბები