ბუნებრივი აირის სუნი შეინიშნებოდა გვიან ღამემდე ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში. გაზის გაჟონვა გმირთა მოედანზე გაზგასამართი სადგურის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, მოსახლებამ მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან მცირეწლოვანი ბავშვებიც გაიყვანეს, ისინი ხელისუფლებისგან საფრთხისგან თავის აცილების მოთხოვნით შეხვედრას ითხოვნდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.