25 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის აკრძალვის ითხოვს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის აკრძალვის ითხოვს. უკვე მზად არის პროექტი, რომელის პრორუსული აგიტაციის წინააღმდეგ კანონში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს. განსაკუთრებული აქცენტი მედიაში სარეკლამო რგოლებსა და წინასაარჩევნო კამპანიაზე კეთდება.

აღნიშნულმა წინადადებამ პროდასავლური პარტიებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. მაგალითად, პარტია დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც საპასუხო ინიციატივით გამოდის და კანონპროექტის ავტორებს ცვლილებებს კანონთან ერთად, ქართულ ანბანშიც თავაზობს.

აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც. დეპუტატების ნაწილი ინიციატივის განხილვას გეგმავს, ნაწილს კი კითხვები გამჭვირვალობა საქართველოს ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით აქვს.

თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებამ კანონის სახე მიიღო, მისი დარღვევის შემთხვევაში, პარტიებს ცესკოს მიერ განსაზღვრული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი.

დღის ამბები