24 აგვისტო 2017,   03:21
ვრცლად
ექსპერტები ქართულ-რუსული ურთიერთობების ფორმატების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ

სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის ფონზე ექსპერტები ქართულ-რუსული ურთიერთობების ფორმატების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ. მთავარი აქცენტი აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებებზე კეთდება, მითუმეტეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგორი კარასინიც ახლდა. როდის აპირებს, ის ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში შეხვედრას ჯერჯერობით უცნობია.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სერგეი ლავროვს დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებია. მთავარი გზავნილები რუსეთის პირველმა დიპლომატმა სოხუმში ჩაიტანა.

რუსეთი ანექსიის გეგმისგან გადახვევას არ აპირებს და ამისთვის აფხაზეთში არა მხოლოდ საელჩოს ხსნის დემონსტრაციულად, არამედ ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას და აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენას აპირებს. 

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უფრო პრინციპული პოლიტიკის გატარებაზე საუბრობს, უშიშროების საბჭოს მდივანი. 

 

დღის ამბები