23 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოხსენება მოისმინეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოხსენება მოსმენების შესახებ მიღებული კანონის კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. თამარ ქალდანმა საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ინსპექტორის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე კერძო და საჯარო დაწესებულებების მონიტორინგზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშზე პარლამენტი დადგენილებას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

საკანონმდებლო ორგანოში მოსმენების კანონის შესახებ განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოება არ დაუშვებს ისევ, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევას. 

„თქვენ გადაგიყოლებთ ეს მოსმენები. თქვენ, რომლებსაც გგონიათ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური ბრძოლის მექანიზმი, გადაგიყოლებთ. იმიტომ, რომ აღარ დაუშვებს საზოგადოება, რომ მათ პირად ცხოვრებაში აფათუროთ ხელი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი. 

„უმსგავსობა თუ რამე არის, როდესაც პირად ცხოვრებაზე და პირადი ცხოვრების უფლების დაცვაზე ვსაუბრობთ, არის საძინებელში დაყენებული კამერები ძალოვნების მიერ. თუ მე მიმაჩნია, რომ რამე მიმართულებით ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა, ამ შემთხვევაში ძალოვნებს, ეს არის თქვენი ლიდერების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ამ სისტემური დანაშაულისთვის,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები