28 მაისი 2017,   01:28
ვრცლად
დიდთოვლობა სლოვაკეთში - ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ერთმანეთს 40 ავტომობილი შეეჯახა

სლოვაკეთში დიდთოვლობაა - ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში უამინდობის გამო მთავარ მაგისტრალზე ერთმანეთს 40 ავტომობილი შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოყვა, თუმცა დაშავდა 24 ადამიანი. გზაზე მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია.

უჩვეულო დიდთოვლობას მოყვა ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაც. სინოპტიკოსების ცნობით, ცივი ამინდები მთელი ქვეყნის მასშტაბით ორ დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები