27 აპრილი 2017,   15:00
ვრცლად
მმართველ გუნდში ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე მსჯელობენ

ცოტა ხნის წინ პარლამენტში უმრავლესობამ დაიწყო შეკრება. მმართველი გუნდის წევრები ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ასევე, კონსტიტუციის ახალ დოკუმენტზე, რომელსაც კენჭი 22 აპრილს უნდა ეყაროს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდში გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ მუხლობრივად.

შეხვედრაზე ახალი დოკუმენტის დრაფტს ერთი საათია უკვე, რაც პარლამენტის თავმჯდომარე თავად აცნობს პარლამენტარებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობას კომისიის მუშაობის მსვლელობას აცნობს.  

მმართველი გუნდი დაუგეგმავად დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სავარაუდოდ გახდება ცნობილი თუ რა საკითხებზე მსჯელობდნენ დახურულ კარს მიღმა. 

დღის ამბები