23 ოქტომბერი 2017,   10:12
ვრცლად
სტეფანეს კონცერტი SPACEHALL-ში - ქართველი არტისტი სცენას უბრუნდება

ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი სცენას უბრუნდება. წარმატებული კარიერის ახალ ეტაპს სტეფანე ზუსტად ორ დღეში SPACEHALL-დან დაიწყებს. პროექტ მუზამეს გადაწყვეტილებით, ქართველი მომღერალი 2000-მდე მსმენელს ამ სივრცეში პირველად გააერთიანებს.

სტეფანემ საკუთარ შემოქმედებას თავიდან გადახედა, 90-იან წლებში დაწერილი სიმღერები და დუეტები, რომელიც მოგვიანებით ჩაიწერა, კონცერტზე განსხვავებული ფორმით გაჟღერდება. ბენდთან ერთად სტეფანე ცნობილ და უცნობ სიმღერებსაც შეასრულებს.

სტეფანე კარიერის ახალ ეტაპს SPACEHALL-დან 22 აპრილს დაიწყებს.

დღის ამბები