24 აგვისტო 2017,   03:21
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის თქმით, მან ერთკაციან პარტიებს „ლეიბორისტებში“ გაერთიანება შესთავაზა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას აფასებს. განსხვავებული აქცენტების ეთერში მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის იდეას ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით, მიესალმება.

„მე არ მინდა ვიყო ულტრა რადიკალური და არ დავინახო პატარა პოზიტივიც, რამაც შეიძლება თქვენი გაკვირვება გამოიწვიოს. ის ამბავი, რომ იკრძალება პარტიული ბლოკების შექმნა, არის ლეიბორისტული პარტიის 20 წლის პროგრამის შესრულება. საქართველო დაღუპა ბლოკებმა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რამდენიმე 2-3 კაციან პარტიას ლეიბორისტებთან გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მე არა ერთხელ მივმართე ჩემს კოლეგებს, მართალია 2-3 კაციანი პარტიებია, მაგრამ ლიდერები ძალიან ღირსეული ხალხია და ქართული პოლიტიკისთვის ისინი არ უნდა დაიკარგონ,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები