20 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
"შვილი მამას ბავშვის გაკეთებას ასწავლიდაო" - კამათი "განსხვავებულ აქცენტებში"

გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ულტიმატუმზე საპასუხოდ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი ჩართო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ის შალვა ნათელაშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.

შალვა ნათელაშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს შეფასებების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა.  

“არის ასეთი შესანიშნავი კარგი გამოთქმა, შვილი მამას ბავშვის გაკეთებას ასწავლიდაო. მგონი ზოგიერთებმა უნდა იცოდნენ თუ არ იციან, რომ კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელი 1995 წელს იყო, ამ ბატონის მიერ არასერიოზულად მონათლული შალვა ნათელაშვილი. შესაბამისად, შეფასებებში ფრთხილი უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

თავად დავით მათიკაშვილის თქმით, ძალიან მოკლე ვადაში შეიქმნა კონსტიტუციის ძალიან კარგი პროექტი.

“რა ბოიკოტზე, რა ულტიმატუმებზეა საუბარი. საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე ვადაში შექმნა ძალიან კარგი პროექტი კონსტიტუციისა, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ძირითადი არსი ჩვენი სახელმწიფოსი,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.  

საუბარი ასევე შეეხო ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებითპლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

დავით მათიკაშვილის თქმით, ისტორიის მიხედვით პლებისციტების ჩატარება საზოგადოებაში ნეგატიური კუთხით იქნა განხილული.

“ბატონმა გიგამ უნდა იცოდეს, რომ იყო ასეთი პრეცედენტები მსოფლიო ისტორიაში, როდესაც რეფერენდუმების და პლებისციტების გზით აპირებდნენ გარკვეული კონსტიტუციის მხარდაჭერის მოპოვებას საზოგადოებაში, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური კუთხით იქნა განხილული,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

დღის ამბები