10 2-ის წინააღმდეგ - ვერდიქტი გამოტანილია. ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.
სასამართლო საბოლოო გადაწყვტილებას საქმეზე ხვალ გამოიტანს.
როგორც ცნობილია, ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.
დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 2016 წლის თებერვალში მოხდა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.