27 აპრილი 2017,   15:04
ვრცლად
პარიზში მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

ერთ-ერთი პირველი, ვინც პარიზში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი იყო. მან იტალიის პრემიერმინისტრ პაოლო ჯენტილონისთან ერთად, ვაშინგტონიდან სამძიმარი გამოუცხადა ფრანგ ხალხს.

"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს. როგორც ჩანს, ეს ისევ განმეორდა. ის, რაც მსოფლიოში ხდება, საშინელებაა. პარიზში მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას ჰგავს და ეს პროცესი აღარ მთავრდება. მნიშვნელოვანია, რომ სიმტკიცე გამოვიჩინოთ და ვიყოთ ფხიზლად, რასაც დიდი ხანია ვამბობ," - განაცხადა ტრამპმა. 

მაშინ, როცა პარიზის ცენტრში ევაკუაცია იყო გამოცხადებული, პრეზიდენტობის 11 კანდიდატის ლაივ ინტერვიუ მიმდინარეობდა. არჩევნების პირველ რაუნდამდე 2 დღით ადრე კონსერვატორმა კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ მზად არის მომხდარის გამო, წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტოს.

ულტრა მემარჯვენე მარი ლეპენმა კი, თავდასხმას ღამის საშინელება უწოდა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები