23 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
ფაჩულიას 10 ქულა და გოლდენ სტეიტის უპირატესობა პლეი ოფში

ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა კევინ დიურანტის გარეშეც იოლად დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი და დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. მეომრებმა მეტოქე 110:81 გაანადგურეს.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა და  10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი მოაგროვა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

სერიის მომდევნი მატჩი პორტლენდში 23 აპრილს გაიმართება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები