20 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
პარლამენტი მესამე მოსმენით საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საკანონდებლო ორგანო მესამე მოსმენით საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რაც მართვის მოწმობის ქულებიან სისტემაზე გადასვლას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებასაც გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, ცვლილებები მოიტანს ავტო საგზაო შემთხვევების შემცირებას.

“ძირითადი ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში არის მოცემული, ეს არის მართვის მოწმობის ტესტის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც უფრო საიმედოს გახდის საწყის კვალიფიკაციას. ეს არის უკონტაქტო პატრულირება, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი, ასევე ქულების სისტემა, რომელმაც ბევრ ქვეყანაში მოიტანა ავტო საგზაო შემთხვევების შემცირება და მეტი წესრიგი გზებზე,“ - განმარტა თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის თქმით, მათ პრინციპებს დაუჭირეს მხარი, რადგან გარკვეული მიმართულებებით სიმკაცრე აუცილებელია.

“გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რაც ეხებოდა ქულების სისტემას, ვადებს, საჯარიმო სანქციებს და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, რომ მარტივი უნდა იყოს პროცედურები, როცა ადამიანები მართლდებიან და მათ უნდა დაუბრუნდეთ მართვის მოწმობები. ზოგიერთი საკითხი არის გათვალისწინებული. მთლიანობაში პრინციპებს დავუჭირეთ მხარი და მიგვაჩნია, რომ გარკვეული მიმართულებით სიმკაცრე არის აუცილებელი,“ - აღნიშნა წერეთელმა.  

დღის ამბები