25 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის" დახურვის ორი კოტრ აქცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვის მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. ისინი ბიზნეს ფორუმზე მისულ უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს დახვდნენ.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვის მომხრეები ორბანს ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ, ხოლო მოწინააღმდეგეები სტვენით და შეძახილებით.

ორივე მხარის მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა კანონი იმ უნივერსიტეტების ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც არ არის ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებული. 123 ხმით 38-ის წინააღმდეგ ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განათლების შესახებ კანონში განახლებულ რეგულაციებს. კანონის მიღების შედეგად, შესაძლოა დაიხუროს ბუდაპეშტში მოქმედი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დახურვის საკითხს თავად გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერმინისტრი. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ არა ერთი დეზინფორმაცია მოისმინა, თუმცა განმარტავს, რომ დახურვის შესახებ არსებული ინფორმაცია სიმართელს არ შეეფერება. 

დღის ამბები