20 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ევროკავშირი მზად არის შეაჩეროს ბრექსიტის პროცედურა და დიდი ბრიტანეთი ორგანიზაციაში დააბრუნოს

ევროკავშირი მზად არის შეაჩეროს ბრექსიტის პროცედურა და სურვილის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი ორგანიზაციაში დააბრუნოს. განცხადება ამის შესახებ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ლონდონში გააკეთა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ანტონიო ტაიანიმ გარდიანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იურიდიულად ევროკავშირის წევრებს ბრექსიტის პროცედურის შეჩერება შეუძლიათ.

ბრექსიტის პროცესის იმპლემენტაცია ორ წლის ვადაში უნდა მოხდეს, მანამდე კი დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოვა ძალა, რომელსაც ქვეყნის ევროკავშირში დარჩენა სურს, დიდ ბრიტანეთს ორგანიზაციაში დიდი სიხარულით უკან მიიღებენ.

დღის ამბები