შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ საბრალდებო ნუსხა მოამზადა და მის პასუხისგებაში მიცემას აპირებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ საქმეების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა პრიორიტეტული საკითხია.
წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურაში მიიჩნიეს, რომ Wikileaks-ის დამფუძნებლის გასამართლებას სიტყვის თავისუფლების შესახებ კონსტიტუციის პირველი შესწორება ართულებდა.
CNN-ის ცნობით, ამჯერად გამოძიებამ ახალი მტკიცებულებები მოიძია, რომლებიც ადასტურებენ, რომ Wikileaks მოპარული საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებაში დაზვერვის ყოფილ აგენტს, ედვარდ სნოუდენს დაეხმარა.
გასამართლების შემთხვევაში, ჯულიან ასანჟს საიდუმლო მასალების გავრცელების გამო, შესაძლოა, 35 წლიანი პატიმრობა ან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ.