Calvin Klein-მა თეთრეულის ახალი კოლექციის სარეკლამო რგოლი გაავრცელა. ერთ წუთიანი შავ-თეთრი ვიდეო რგოლი ინტერნეტში, youtube-ზე გამოქვეყნდა.
რეკლამის გადასაღებად ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა ამჯერად ოსკაროსანი რეჟისორი სოფია კოპოლა დაიქირავა. რეჟისორმა ბრენდის ახალი სახეები პირადად შეარჩია.
იმის გამო, რომ კოლექცია ყველა ასაკის ქალზეა გათვლილი, სოფია კოპოლამ პროექტში სხვადასხვა ასაკის მოდელები გადაიღო. ყველაზე ახალგაზრდა მოდელი 18 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული 73 წლის ლორენ ჰატონია, რომელიც სარეკლამო კამპანიის მთავარი სახე გახდა.