18 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
უნგრეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრებმა ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

უნგრეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრებმა ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობდნენ, გაიმართა ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შევხედრებიც.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, უნგრელები, რეგულარულად ვიღებთ საქართველოდან ინფორმაციას რუსეთთან არსებული კონფლიქტის შესახებ, შემიძლია გითხრათ, საქართველოს აქვს სანდო საგარეო პოლიტიკა. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რაც ვნახე არის ის, რომ სამომავლო გეგმები, ეფექტური ეკონომიკა საერთოდ არ არის დამოკიდებული ამ კონფლიქტზე. ამიტომ, მივმართავ უნგრელ ბიზნესმენებს, დაინტერესდნენ ამ ქვეყნით და განიხილონ ის, როგორც სტაბილური ქვეყანა. კონფლიქტი თქვენს ბიზნეს საქმიანობას ხელს არ შეუშლის“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საბაჟო პროცედურების ხელშეწყობას და გამარტივებას.

“დღევანდელი ღონისძიება ადასტურებს, რომ ჩემი ქვეყანა უფრო მეტად საინტერესო ხდება ევროპული ბიზნეს საზოგადოებისთვის. საქართველო პატარა, მაგრამ ენერგიული ქვეყანაა. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპული მიზნისკენ. მივაღწიეთ პროგრესს ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვაში. ჩვენ გვაქვს ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საბაჟო პროცედურების ხელშეწყობას, გამარტივებას. ესაა დაბალი ტარიფები იმპორტზე და უტარიფო რეგულაციები,” - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

  

დღის ამბები