25 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
მესამე სექტორში კონსტიტუციის ახალი ვარიანტისთვის მხარდაჭეროს საკითხზე მსჯელობენ

უკვე 3 საათზე მეტია, რაც საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. მესამე სექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ცვლილებების რა ნაწილს დაუჭერს მხარს და რა ნაწილს შეაფასებს უარყოფითად.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ამ შემთხვევაში აზრი აღარ აქვს.

„მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სისტემა. ეს არის ნომერ პირველი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როგორც პრობლემური საკითხი,“ - აცხადებს ლევან ნატროშვილი.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური იმ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კონსტიტუციის ახალ ვარიანტში მათთვის მიუღებელია.

„მანდატების განაწილების წესი პრობლემურია, ასევე, ბლოკების გაუქმება, იმიტომ, რომ თუ ბარიერი იქნება 5 პროცენტი და ის არ დაიწევს და ამავდროულად, გაუნაწილებელ მანდატებს წაიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია და ამავდროულად, თუ საარჩვენო ბლოკები არ გაუქმდება, ამ შემთხვევაში, პრობლემები იქნება იმ კუთხით, რომ ზოგადად პარტიების წარმომადგენლობა პარლამენტში იქნება დაკნინებული, არ იქნება პლურალისტური გარემო,“ - აცხადებს ლელა ტალიური.

არასამათავრობოებმა დღესვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული ვერსია გადახედვას საჭიროებს.

დღის ამბები