25 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
მომავალში ბევრი და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ - ლასლო შრანგერი

სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები, ფარმაცევტიკა და სამშენებლო სექტორი - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რითაც საქართველოს და უნგრეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს ფორუმზე დაინტერესდნენ. 

“დაახლოებით 2 თვის წინ მქონდა ვიზიტი უნგრეთში, სადაც შეხვედრები მქონდა ბიზნეს წრეებთან და განსაკუთრებით გამოვყოფდი უნგრეთის ექსიმ ბანკს, სადაც ჩვენ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თუ როგორ შეგვიძლია საქართველოს მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა და უნგრეთის ექსიმ ბანკმა ითანამშრომლოს. დაახლოებით სამი პროექტი გვქონდა განხილვის საგანი და დღეს ამ სამ პროექტზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

კომპანია შრანგერის დირექტორის ლასლო შრანგერის თქმით, ისინი მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

“მე აქამდეც ვიყავი დაინტერესებული საქართველოსთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით. დღევანდელმა ვიზიტმა კი ეს ინტერესი უფრო გააღრმავა, ამაში ხელს გვიწყობს ის პოლიტიკური ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მომავალში ბევრი და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ,“ - აღნიშნა შრანგერმა.

დღის ამბები