25 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
იუსტიციის საბჭო მოსამართლეების შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადებას ითხოვს

იუსტიციის საბჭოს წევრები ახალ ინიციატივას აყენებენ. მათი წინადადების მიხედვით, მოსამართლეების შეურაცხყოფა საკანონმდებლო დონეზე, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს. საბჭოს წევრების თქმით, ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას სცდება.

იუსტიციის საბჭოს წევრები პრობლემის დასარეგულირებლად კონკრეტული სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ევა გოცირიძეს ძირითადი შენიშვნა ჟურნალისტების მიერ მოსამართლეების მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო აქვს.

„ჩვენ ახალა აქ უმეტესაც ჟურნალისტების მიერ გამოყენებული გამონათქვამები გამოვიყენეთ, თუმცა აქ სინამდვილეში, მრავალი პოლიტიკოსის მიერ, მათ პოპულისტ პოლიტიკოსებს დავარქმევდი, არის ხშირად გამოყენებული ასეთი რამ, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შოთა გეწაძე მედიის წარმომადგენლებს არაეთიკური გამონათქვამების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი ამას შეაჩერებს.

„ვართ მომსწრენი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა, მათი პიროვნული შეურაცხყოფა, რასაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი უწოდებს კრიტიკას, ის არის ლანძღვა,“ - აცხადებს შოთა გეწაძე. 

დღის ამბები