25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
პარიზელი თავდამსხმელი საფრანგეთის სპეცსამსახურისთვის კარგად ნაცნობი ექსტრემისტი იყო

პარიზელი თავდამსხმელი საფრანგეთის სპეცსამსახურისთვის კარგად ნაცნობი ექსტრემისტი იყო. 39 წლის მამაკაცმა გუშინ ქალაქის ცენტრში პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი და ერთი მათგანი მოკლა. საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, ის პარიზის გარეუბანში შალეში ცხოვრობდა.

პარიზის გარეუბანში, შალეში პოლიციამ წუხანდელი თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ბინები კიდევ რამდენიმე მისამართზე შეამოწმეს.

პოლიციელებმა თავდამსხმელის ვინაობის დამადასტურებელი საბუთები მანქანაში გუშინვე იპოვეს. თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი მეორე პირი კი ბელგიაში, პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის ოჯახის სამი წევრი დააკავა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მათ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გასროლა დაჯგუფების მებრძოლმა აბუ იუსუფ ალ-ბალჯიკიმ მოახდინა.

ქვეყნის პრემიერმინისტრი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების ინიციატივით გამოდის. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი სამშაბათს მიიღებს.

ავტორები: მალხაზ მეგრელიშვილი

დღის ამბები