23 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
საკონსტიტუცი კომისიაში შემავალი არასამთავრობოები ხვალ 12:00 საათზე საკუთარ ინიციატივას პრესკონფერენციაზე წარადგენენ

არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი მესამე სექტორის წარმომადგენლები კომისიის ხვალინდელი სხდომის შესახებ მსჯელობდნენ.

ხვალ 12:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი რა ალტერნატივას შეთავაზებენ ისინი მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, რის გამოც, ხვალ პრესკონფერენციის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრებიან.

არასამთავრობოები დახურულ კარს მიღმა განხილვის დაწყებამდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც კონსტიტუციის ახალი ვარიანტში მათთვის მიუღებელ მუხლებზე იმსჯელეს. 

დღეს დილით, ასევე გავრცელდა განცხადება, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაფონდი ღია საზოგადოება-საქართველო და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველობ წერენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში რამდენიმე არასამართლიანი წესი რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები