24 აგვისტო 2017,   03:24
ვრცლად
უნგრეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და იგი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელსაც ძლიერი იდენტობა გააჩნია. ვიქტორ ორბანმა დაადასტურა უნგრეთის ინტერესი და სურვილი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების და ვაჭრობის უფრო მეტად წახალისების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე. ასევე, პრეზინდენტმა ისაუბრა საქართველოზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი საქართველოს კარგ პოლიტიკურ პარტნიორად ხედავს.

დღესვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა.

დღის ამბები