23 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
რელიგიური გაერთიანება ჯარიდან გასათავისუფლებლად - "გირჩის" ახალი წამოწყება

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი წვევამდელებს სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების შესაძლებლობას სთავაზობს. პარტიამ დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით საქართველოს ქრისტიანულ-ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება.

ამ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, ახალგაზრდა, როგორც სასულიერო პირი გათავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

“ამ რელიგიის სახელით მღვდელმსახურებად ვარეგისტრირებთ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდეგ მიდიან და აბარებენ შესაბამის საბუთებს, რომელიც 100 პროცენტით არის ლეგალური და ისინი თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. ამჟამად არის 6 ახალგაზრდა განთავისუფლებული, ამ წუთში ერთგვარი რიგი გვიდგას“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარემ  ზურაბ ჯაფარიძემ.

გაწვევაზე პასუხისმგებელ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო გაწვევა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.  

დღის ამბები