19 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარუდგინა.

გეგმა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა მაქსიმალურ ჩართულობას, განათლების ხელმისაწვდომობას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში გაერთიანებული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები